Biography


მოქალაქეობა: შვეიცარია
საცხოვრებელი ადგილი:
ვოლერაუ (შვეიცარია)
დაბადების თარიღი:
1981 წლის 8 აგვისტო
დაბადების ადგილი:
ბაზელი (შვეიცარია)
სიმაღლე:
185 სმ
წონა:
85
კარიერის დასაწყისი:
1998 წელი
თამაშის სტილი:
მარჯვენა ხელი(“ბექჰენდი” ერთი ხელით)
სულ მოგებული თანხა:
$55,442,196 (
გამაჯრვება:
697 (ამ მომენტისთვის)
დამარცხება:
167
საუკეთესო პოზიცია:
1
ამჟამინდელი პოზიცია:
1

როჯერ ფედერერი არის შვეიცარიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელიც 2010 წლის 17 მაისიდან კვლავ გახდა პირველი ჩოგანი და 237 კვირა ზედიზედ იყო პირველი ჩოგანი. მან შეძლო და მოიგო 16 დიდი შლემის ტურნირი, რომელიც აბსოლუტური რეკორდია. ასევე შვეიცარიელი შედის იმ ჩოგბურთელებს შორის, რომლებმაც მოიგეს დიდი შლემის ყველა ტურნირი (Career Grand Slams)მათ შორის არიან: როდ ლევერი და ანდრე აგასი “ოუფენ ერას” დასაწყისში.
ფედერერმა მონაწილეობა მიიღო 22 დიდი შლემის ტურნირის ფინალში, რომელიც შესანიშნავი მიღწევაა, ასევე, 2010 წლის იანვრიდან , მიაღწია მინიმუმ 23 დიდი შლემის ტურნირის ნახევარფინალს და დაამყარა რეკორდი, რომელიც შეძლო 6 წლის განმავლობაში. ფედერერს ასევე ეკუთვნის რეკორდი, რომელიც გულისხმობს შემდეგს. მან ითამაშა 10-ჯერ ზედიზედ დიდი შლემის ტურნირზე, ხოლო მონაწილეობა მიიღო 19-დან 18-ში. როჯერმა მოიგო 4 ATP World Tour Finals და 16 ATP Masters Series ტურნირები. 2-ით ნაკლები, ვიდრე რაფაელ ნადალს. მან ასევე მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი, 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წყვილთა.
ჩოგბურთში წარმატების მიღწევა დაუფასდა და როჯერ ფედერერი დაასახელეს Laureus World Sportsman of the Year ზედიზედ მეოთხედ(2005–2008).იმის გამო რომ როჯერი ხშირად აღწევს წარმატებას და ასეთ ტემპში განაგრძობს საკუთარ საქმიანობას, მას მოიხსენიებენ ხოლმე როგორც The Federer Express, ან აბრევიატურით Fed Express, ასევე შვეიცარიელ მაესტროდ, ან უბრალოდ მაესტრო.

ბავშვობა და პირადი ცხოვრება


ფედერერი დაიბადა ბინინგენში, ბასელთან ახლოს, გერმანულენოვანი შვეიცარიელის რობერტ ფედერერის და სამსრეთ აფრიკელ ლუნეტ დუ რანდის ოჯახში. მას აქვა შვეიცარიის და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა. ფედერერი გაიზარდა მანჩესტეინში, ბასელთან ახლოს, საფრანგეთის და გერმანიის საზღვართან. ის ლაპარაკობს გერმანო-შვეიცარიულად, გერმანულად, ფრანგულად და ინგლისურად. ფედერერი არის კათოლიკე და შეხვდა რომის პაპ ბენედიქტ XVI როცა თამაშობდა 2006 წლის რომის მასტერს სერიის თასზე. როგორც ყველა შვეიცარიელი მამაკაცი, ფედერერმა მოიხადა სავალდებულო სანხედრო სამსახური შეიარაღებულ ძალებში.

Being Baby Fed:

3 წლის ასაკში დაიწყო ჩოგბურთის თამაში, ამავდროულად თამაშობდა ფეხბურთს. დაახლოებით, 10-12 წლის ასაკში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ სპორტს დაუთმობდა მეტ დროს. პატარა როჯერი ჩოგბურთს უფრო წარმატებულად თამაშობდა ვიდრე ფეხბურთს და შესაბამისად 14 წლის ასაკში გადაწყვიტა რომ სერიოზულად მოჰკიდებოდა ამ სპორტს. ის მივიდა შვეიცარიის საჩოგბურთო ცენტრში, მაგრამ ეს იყო შვეიცარიის ისეთი ადგილი, სადაც ფრანგულად ლაპარაკობდნენ, როჯერი კი გერმანულად. პირველი წელი ძალიან გაუჭირდა, სახლში უნდოდა წასვლა და ის უბედურად გრძნობდა თავს. შემდგომ ის გადავიდა Orange Bowl-ში. ამჯერად ფსიქოლოგიურადაც გამოსწორებული იყო და თამაშებსაც იგებდა. როდესაც ფედერერი გახდა 16 წლის, საჩოგბურთო ცენტრმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და ისეთ ადგილას გადავიდნენ, სადაც ორივე ენაზე ლაპარაკობდნენ და მისთვის ადვილად შესაგუებელი იყო. 16 წლის ასაკში მან გადაწყვიტა სკოლა შეეწყვიტა, რადგან მოსწყინდა და ხელს უშლიდა ჩოგბურთის თამაშში. პირველ წარმატებასაც მალე მიაღწია, მოიგო იუნიორთა ტურნირი, კერძოდ კი უიმლდონის ტურნირი, სადაც დაამარცხა ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე და დააასრულა #1 ჩოგბურთელად. ასევე მიაღწია ამერიკის ღია გათამაშების ფინალამდე, სადაც დამარცხდა დავიდ ნალბანდიანთან.

Ditching the books at age 16:

როჯერმა განუცხადა მშობლებს ,რომ მას აღარ უნდოდა სკოლაში სიარული და სურდა კონცენტრირებული ყოფილიყო მხოლოდ ჩოგბურთის თამაშით. მშობლებმა გათვალისწინეს მისი თხოვნა, მაგრამ ერთი პირობით. მომდევნო წლებში, თუ ფედერერს არ ექნებოდა რეზულტატი, მაშინ ის დაბრუნდებოდა სკოლაში. მოკლედ, 16 წლის ასაკში, ის რისკის წინაშე იდგა. მას საერთოდ არ გააჩნდა რეიტინგი, როგორც იხსენებს, დაახლოებით მე-800-ე იყო რეიტინგში, ხოლო იუნიორებში მე-60-ე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან იუნიორებში მოიგო უიმბლდონის ტურნირი, ანუ წარმატებას მიაღწია და სკოლაში დაბრუნების გეგმას მშობლები სისრულეში ვეღარ მოიყვანდნენ. როჯერი კონცენტრირებული იყო ჩოგბურთის თამაშზე, ბევრ დროს უთმობდა და სკოლა მას ხელს არ უშლიდა.ფედერერი იხსენებდა, თუ რატომ მიანიჭა ჩოგბურთს უპირატესობა. „პირველ რიგში ჩოგბურთში ჰქონდა წარმატება, ამავდორულად მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში. ჩოგბურთში თავისუფლად გრძნობდა თავს, ყველაფერი მის კონტროლს ქვეშ იმყოფებოდა. ხოლო ფეხბურთში, მარცხის შემდგომ, ვაბრალებდი მეკარეს, ან მცველს. ჩოგბურთში განსხვავებული სიტუაციაა, წარმატება, თუ წარუმატებლობა მხოლოდ ჩემზე არის დამოკიდებულიო”…

The Federer Gameface:

ფედერერის განცხადებით, ის კორტზე საკმაოდ მშვიდად გამოიყურება, მაგრამ შინაგანად ემოციური ადამიანია. ეს ყოველივე გამოვაშკარავე უიმბლდონის დაჯილდოვების დროსო. „ ბედნიერი ვარ როდესაც კარგ დარტყმას ვახორციელებ, მაგრამ ასევე მაქვს იმედგაცრუება, როდესაც ვაცილებ. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ჩემი ემოცია ვაკონტროლო. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შემდგომ თამაშზე იმოქმედებს ეს ფაქტი, თუ გამოვააშკარავებ სიხარულის, თუ მწუხარების ემოციას.
ზოგადად რომ ვუფიქრდები მომწონს ჩემი მიდგომა, ასე უფრო კარგად ვგრძნობ საბოლოოდ თავს.
უმრავლესობა ელის ჩემგან საოცარ დარტყმებს, ხშირად ასეც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ როდესაც ბევრს მოელი და ასე არ ხდება, შემდგომ განიცდი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. შესაბამისად, ვცდილობ რომ კონკრეტული თამაში მოვიგო და არ ვიფიქრო იმაზე, თუ რამდენი გენიალური გათამაშება მოვიგე, საოცარი დარტყმით. ვცდილობ ნებისმიერ გათამაშებას შევურჩიო ლოგიკურ დასასრულს.

Tennis idols growing up:

მისი კერპები იყვნენ ბორის ბეკერი, შტეფან ედბერგი და პიტ სამპრასი. ფედერერი ყოველთვის იხიბლებოდა მოტამაშეებით, რომლებიც 1 ხელით “ბექჰენდით” ურტყავდნენ, რადგან თავადაც 1 ხელით თამაშობს. მისთვის პირველი ედბერგი იყო, შემდგომ ბეკერი. ისინი მას უფრო კერპებად მიაჩნდა, ხოლო სამპრასი რჩეულ მოთამაშეზე მეტი იყო მისთვის.ის არასდროს ცდილობდა ვინმეს თამაში გადაეღო და ფიქრობს, რომ ბავშვებმაც უნდა იცოდნენ ეს ზოგიერთი ტექნიკური ილეთი, ხერხი, კარგია, მაგრამ ის რაც შენს ფავორიტ მოთამაშეს მატჩს აგებინებს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური “ხერხი”, აცხადებს როჯერი. თუმცა მაინც კარგია გყავდეს კერპი. ფედერერს ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა კერპის ყოლა.

Going to a psychologist in juniors:

ფედერერი ერთხელ იყო ფსიქოლოგთან, როდესაც იუნორებში თამაშობდა, რადგან მომენტალურად იცოდა აფეთქება,განრისცხებოდა საკუთარ წარუმატებლობაზე. ფსიქოლოგი დაეხმარა იმის გაგებაში, თუ როგორ ეფიქრა განსხვავებულ რამეზე და როგორ აერიდებინა თავიდან უსიამოვნო განცდები. შემდგომ უკვე თავად დაიწყო საკუთარი თავზე მუშაობა.

Racquet throwing days revisited:
როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში ფედერერი ჩოგნებს ისე ისროდა ირგვლივ, რომ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება ახლა. 16 წლის ასაკში პრაქტიკული მეცადინეობის დროს წიხლს ურტყავდა ჩოგანს.შემდგომ ზრდასთან ერთად გააცნობიერა, რომ ჩოგნების სროლა მის თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესებდა, არამედ ნეგატიურად იმოქმედებდა. ბავშვობა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, “ქაქანებდა” () ახლა , შედარებით მოვუკელიო. ცდილობს იყოს პოზიტიური. ბოლოსკენ იხუმრა კიდეც: “უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე როდესაც გამოდიხარ, სავსე კორტზე, ჩოგნის სროლა ჩვეულებრივი მომენტია როდესაც უპირისპირდები პიტ სამპრას, ის გენიალურია.”

Playing Pistol Pete:
როჯერი ამბობს რომ იღბლიანი ჩოგბურთელია, რადგან მოუწია სამპრასთან თამაში. ოცნებად ჰქონდა რომ ეთამაშა მის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი მოხდა უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე, სადაც შეძლო შვეიცარიელმა და 5 სეტიან ბრძოლაში დაამარცხა პიტი (სხვათაშორის ჩემი პირველი საჩოგბურთო მატჩი იყო).

Mr. Popularity:
ის საკმაოდ პოპულარული ჩოგბურთელია და ამის შესახებ საუბრობს. „ძალიან ცნობილი პიროვნება ვარ შვეიცარიაში, ეს აშკარაა, ხალხი მიცნობს და ვუყვარვარ, თუნდაც სადმე რომ მივდივარ დასასვენებლად იქაც მცნობენ. რამოდენიმე წლის წინ ვიყავი წასული ტაილანდში, ერთ-ერთ კუნძულზე და ადამიანთა კატეგორია ამ ქვეყანაშიც მცნობს…სიმართლე გითხრათ მიხარია…“

No cash in tennis, no worries:

“ფული არის ჩემთვის ბონუსი, რასაც ვაკეთებ მიფასდება. სიმართლე გითხრათ ფულს არ ვანიჭებ უპირატესობას, რადგან იმდენად მიყვარს ჩოგბურთის თამაში, რომ ეს გარემოება მეორე პლანზე გადადის. მახსოვს, ეიტიპის ერთ-ერთ ტურნირზე მეორე წრეში გამოვარდი და გარკვეული ფული მომცეს, დოლარები და ძალიან გამიხარდა ()ბოლო პერიოდში ჩემს საბანკო ანგარიშს რომ შევხედავ , შევიცხადებ ხოლმე, ნუთუ ეს ჩემია, მაგრამ სავარაუდოდ ბევრი შრომა და მონდომება უფასდება ადამიანს. რა თქმა უნდა ისევ განვაგრძობ ჩოგბურთის თამაშს.’’

I’m a dreaming man:
“მხიარული ადამიანი ვარ, ადვილად შევდივარ ადამიანთან კონტაქტში. ასევე მიყვარს ოცნება და ფიქრი. ეს ჩემი მინუსიც არის, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი მელაპარაკებოდა, ამ დროს სხვა რამეზე ვფიქრობდი და მეორედ მოუწია იგივეს გამეორება“

Beer man:
არც ისე, არ ვარ ლუდის ფანი (სამაგიეროდ მე ვარ როჯერ ).უფრო სხვა სასმელს ვსვამ.

Language skills:
სკოლაში გვასწავლიდნენ ინგლისურს და ფრანგულს. შემდგომ როდესაც გადავედი შვეიცაარიის ისეთ მხარეში სადაც ფრანგულად ლაპარაკობდნენ კარგად შევისწავლე ეს ენა, თორემ მანამდე საერთოდ არაფერი მესმოდა.

Off court hobbies:
„სპორტი, კარტი,კრიკეტის და პინგ-პონგის თამაში.
კრიკეტის შესახებ: ხშირად ვუყურებ ხოლმე, რადგან სიამოვნებას მანიჭებს, ვიცი წესები და საინტერესოა. ჩემი მეგობრები დამცინიან, რა ნახე საინტერესო და გასართობიო, ისე წესები არ იციან, მაგრამ არაუშავს, ხდება ხოლმე…“

ოჯახის წევრები

დედა – ლუნეტ დუ რანდი (სამხრეთაფრიკა)

მამა – რობერტ ფედერერი

და – დიანა ფედერერი

ქორწინება და ცოლშვილი


ფედერერი დაქორწინებულია ყოფილ ჩოგბურთელ მიროსლავა ვავრინეცზე. ისინე ერთმანეთს შეხვდნენ 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე. მიროსლავამ ფეხის ტრამვის გამო 2002 წელს თავი დაანება ჩოგბურთს და ამის შემდეგ გახდა ფედერერის საზოგადოებასთან ურთიერთობის მანაჯერი. მათ იქორწინეს ბასელში 2009 წლის 11 აპრილს. 24 ივლისს ფედერერმა თავის Facebook-ის გვერდით ამცნო ხალხს, რომ წინა დღეს მირკას ეყოლა ტყუპი გოგო, მილა როუზი და შარლინ რივა.

საქველმოქმედო მცდელობები

როჯერ ფედერერი სხვადასხვა საქველმოქმედო სფეროში ცდილობს მხარდაჭერას. 2003 წელს , მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ფედერაცია: “Roger Federer Foundation “, რომლის მიზანია დაეხმაროს არასასურველ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს და ხელი შეუწყოს სპორტის განვითარებას. 2005 წელს, როჯერმა აუქციონზე გაიტანა საკუთარი ჩოგანი, რომლითაც ის ამერიკის ღია ჩემპიონატში ასპარეზობდა, რათა დახმარებოდა ქარიშხალ “კატრინას” დაზარალებულებს. შემდგომ, 2006 წელს ნებაყოფლობით დაინიშნა ელჩად UNICEF-ის მიერ. მანამდე ის იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში და თამილ ნადუში,რომელიც არის ერთ-ერთი საშიში მხარე ცუნამის მხრივ ინდოეთში. ფედერერი ასევე გვევლინება UNICEF-ის სახალხო გზავნილებში ,რათა როგორმე უფრო მეტ ადამიანს გაეწია დახმარება. 2010 წლის შემზარავი მიწისვძვრის დროს რომელიც ჰაიტში დაფიქსირდა, ფედერერმა გადაწყვიტა მოეწყო საქველმოქმედო შეხვედრა ჩოგბურთში, ცნობილ მოთამაშეების დახმარებით, როგორებიც არიან: რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი როდიკი, კიმ კლაისტერსი, სერენა უილიამსი, ლეიტონ ჰიუიტი და სამანტა სტოსური, რომლებმაც ეს საოცარი „დაპირისპირება” 2010 წლის ავსტრალიის ღია გათამაშების წინა დღეს მოაწყეს. შემოსული თანხა მთლიანად გადარიცხული იქნა ჰაიტის მიწისძვრის დაზარალებულთა ფონდში.

2003–2006: Breakthrough and dominance

2003 წელს ფედერერმა მოიგო თავისი პირველი შლემი უიმბლდონის ტურნირზე, მოუგო რა მარკ ფილიპუსის ანგარიშით :7–6, 6–2, 7–6. როჯერმა მაქს მირნისთან ერტად მოიგო თავისი პირველი და ერთადერთი წყვილთა თანრიგში ტურნირი მაიამიში და წააგო მასტერსის სერია რომში, თიხის კორტზე. ფედერერმა ასევე ითამაშა 9 ფინალი ეიტიპი ტურში, რომელთაგანაც 7 მოიგო. მასში შედიოდა აგრეთვე დუბაის და ვენის სერიებიც. ბოლოს მოიგო წლის დამაგვირგვინებელი ჩემპიონატი, სადაც დაამარცხა ანდრე აგასი.
2004 წელს. შვეიცარიელმა მოიგო 3 დიდი შლემის ტურნირი პირველად თავის კარიერაში. მან დაამარცხა მარატ საფინი ავსტრალიის ღია პირველობაზე 7–6, 6–4, 6–2. შემდგომ შეხვდა ამერიკელ ჩოგბურთელ, ენდი როდიკს უიმბლდონის ტურნირზე, სადაც ენდი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დაამარცხა ფედერერმა:4–6, 7–5, 7–6, 6–4. ფედერერი ამით არ შემოიფარგლა და ამერიკის ღია პირველობაზეც წარმატებით გამოვიდა, სადაც შანსი არ დაუტოვა ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუტს და გაანადგურა:6–0, 7–6, 6–0. ეს იყო მისი პირველი ტიტული ამ ჩემპიონატზე. ამასთანავე. როჯერმა მოიგო 3 ეიტიპი მასტერსის სერია. ერთი მათგანი ჰამბურგში, გრუნტზე, ხოლო 2 “ჰარდზე”, ინდიან უელშსა და კანადაში. ფედერერმა მოიგო ეიტიპი მასტერსის სერია დუბაიშიც.

2005 წლის უიმბლდონის ტურნირზე ფედერერმა მოიგო თავისი მესამე და მომდევნო ტიტული. შემდგომ ასე დაახასიათეს იგი. შავგვრემანი კაცი ესალმება მაყურებელს, ჩოგანს ზემოთ სწევს და მთლიანად გამოწყობილია თეთრ სპორტულ ფორმაში.
2005 წლის სეზონზე, ფედერერმა ვერ მიაღწია ფინალებს პირველ 2 შლემში, წააგო რა ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში, ყოფილ ჩემპიონ, მარატ საფინთან და საფრანგეთის გათამაშებაზე ჩემპიონ რაფაელ ნადალთან. თუმცა როჯერმა სწრაფად აღიდგინა ტავისი უპირატესობა ბალახის კორტზე და მოუგო ენდი როდიკს უიმბლდონის ტურნირი:6–2, 7–6, 6–4.
ამერიკის ღია პირველობის ფინალში, ფედერერმა დაამარცხა ანდრე აგასი ანგარიშით 6–3, 2–6, 7–6, 6–1. ასევე როჯერმა მოიგო 4 ATP მასტერსის სერია :ინდიან უელშის,მაიამის, ცინცინატის მყარ კორტზე და ჰამბურგში გრუნტზე. ასევე, 2 ATP 500 სერია როტერდამსა და დუბაიში. ფედერერმა წააგო წლის დამაგვიგვინებელი ჩემპიონატი დავიდ ნალბანდიანთან ფინალში.
2006 წელს ფედერერმა მოიგო 3 შლემი და მიაღწია ოთხივე შლემის ფინალში, რაც დიდი წარმატება. ერთადერთი დამარცხდა რაფაელ ნადალთან საფრანგეთის ღია პირველობაზე, 6–1, 1–6, 4–6, 6–7. ეს იყო ამ 2 ჩოგბურთელის პირველი შეხვედრა შლემის ფინალში. ამის შემდგომ, ფედერერმა დაამარცხა ნადალი უიმბლდონის ფინალში ანგარიშით: 6–0, 7–6, 6–7, 6–3. ეს იყო დასაწყისი ისტორიული მეტოქეობისა. შემდგომ როჯერი გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში და დაამარცხა მარკოს ბაგდადისი ანგარიშით 5–7, 7–5, 6–0, 6–2. ამერიკის ღია პირველობაზე ფედერერი წარმატებით დაუპირისპირტდა ენდი როდიკს (2003 წლის ჩემპიონი) და მოიგო 6–2, 4–6, 7–5, 6–1. ასევე, ითამაშა 6 ATP მასტერსის სერია ,სადაც 4 მოიგო ჰარდზე და 2 წააგო ნადალთან გრუნტზე. როჯერმა მოიგო ATP 500იანი სერია ტოკიოში და მოიპოვა წლის დამაგვირგვინებელი ჩემპიონატის ტიტული მესამედ თავის კარიერაში.

2007 to present: Gaining greatness and achieving records

2007 წელს როჯერ ფედერერმა მონაწილეობა მიიღო 4-ივე დიდი მუზარადის ტურნირში და 3 მათგანი მოიგო. პირველი, ავსტრალიის ღია პირველობა,სადაც დაამარცხა ფერნანდო გონზალესი ანგარიშით 7–6, 6–4, 6–4, უიმბლდონის ტურნირზე შეხვდა რაფაელ ნადალს მეორედ და მოუგო ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 7–6, 4–6, 7–6, 2–6, 6–2 . ხოლო მესამე დიდი შლემი,რომელიც როჯერმა მოიგო იყო ამერიკის ღია პირველობა,სადაც დაუპირისპირდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს და დაამარცხა ანგარიშით :7–6, 7–6, 6–4. სამწუხაროდ, ამ წელს ისევ აუხდენელ ოცნებად დარჩა მოეგო როლან გაროსი და მოეხდინა სასწაული, მაგრამ კვლავ დამარცხდა რაფაელ ნადალთან 4 სეტში,3–6, 6–4, 3–6, 4–6რომელსაც უკვე უწოდებდნენ ‘’გრუნტის მეფეს“. შეიძლება ითქვას რომ 2007 წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო მის კარიერაში, თუ საუკეთესო არა. ფედერერი გავიდა 5 ეიტიპი მასტერსის ფინალში,სადაც მოგებულს დააგროვებდა 1000 ქულას, ზოგადად კი მოიხსენიებენ როგორც-ATP Masters Series 1000.მაგრამ სამწუხაროდ მოიგო მხოლოდ 2 ტურნირი, ჰამბურგში და მადრიდში. ასევე როჯერმა მოიგო 500 ქულიანი ტურნირი დოჰაში და საოცრად წარმატებული წელი დაასრულა, ნომერ პირველი რეიტინგით.

წინა წელთან შედარებით,საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა 2008 წელი.ექსპერტების განცხადებით, ფედერერი ვერ გაიმეორებდა შარშანდელ წარმატებას და ეს მოსაზრება საბოლოოდ სწორი აღმოჩნდა. როჯერმა მოიგო მხოლოდ 1 დიდი შლემი, ამერიკის ღია პირველობა სადაც დაამარცხა ‘’ბრიტანელი“ ენდი მარეი 3 სეტში, 6–2, 7–5, 6–2.ხოლო, წარუმატებლობის სერია დაიწყო რაფაელ ნადალთან დაპირისპირებაში, რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებდა და ცდილობდა როჯერის შარშანდელი რეკორდი გაემეორებინა, ვგულისხმობ მოგებულ 3 დიდ შლემს. იმედით რომ ამ წელს მაინც მოიგებდა როლან გაროსს კვლავ ფუჭი აღმოჩნდა. თამაში ნადალის სცენარით მიდიოდა, მას ყველაფერი გამოსდიოდა, ამ დროს როჯერი რა თქმა უნდა ნერვიულობდა. ეს ფაქტი მის თამაშის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებდა და შესაბამისად უშვებდა ბევრ შეცდომას. საბოლოოდ, ნადალმა ეფექტურ დასასრულამდა მიიყვანა შეხვედრა და როჯერი გაანადგურა ანგარიშით : 1–6, 3–6, 0–6. მათი გზები უიმბლდონის ტურნირზეც გადაიკვეთა. ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე დაძავული,სანახაობრივი ჩოგბურთი 2 საუკეთესო ჩოგბურთელის შესრულებით. 5 სეტიანი თრილერი, რაფაელ ნადალის გამარჯვებით დასრულდა . 4–6, 4–6, 7–6(5), 7–6(8), 7–9. როჯერს მოგებული ჰქონდა უიმბლდონი ზედიზედ 5-ჯერ, შესაბამისად კარგი იქნებოდა რომ მე-6-დ მოეგო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოხსნიდან ლეგენდარული ჩოგბურთელის Bjorn Borg’s-ის რეკორდს,რომელსაც ასევე 5-ჯერ ზედიზედ ჰქონდა უიმბლდონი მოგებული, მაგრამ ასე არ მოხდა.
2008 წელს როჯერ ფედერერი ცდილობდა 1 მოგებულ დიდ შლემზე არ შეჩერებულიყო, მაგრამ წინსვლა ვერ შეძლო. ზოგადად წარმატებით დაიწყო გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ნახევარფინალში მას შეხვდა სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ამ პერიოდში სერბი განიცდიდა პროგრესირებას და საკმაოდ მოტივირებული გამოვიდა კორტზე. როჯერი 3 სეტში დამარცხდა 7-5, 6-3, 7-6. ფედერერი ასევე დამარცხდა გრუნტზე ნადალთან, მონტე კარლოში და ჰამბურგში. მიუხედავად ამის, მან მოიგო ეშტორილის, ჰალეს და ბაზელის ტურნირები. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ როჯერ ფედერერმა და სტანისლას ვავრინკამ, წყვილთა თანრიგში მოიგეს 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც ჩინეთში, ბეიჯინგში ტარდებოდა და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. შემდგომ ინტერვიუებში როჯერი ძალიან გახარებული იყო ამ ფაქტით და აღნიშნავდა რომ მხოლოდ 2 ‘’ოცნება“ ჰქონდა. პირველი-აუცილებლად უნდა მოეგო როლან გაროსი და მეორე- ერთეულებში გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი.

2008 წელთან შედარებით, 2009 წელი უფრო ნაყოფიერი იყო ფედერერის კარიერაში და მიაღწია იმას რასაც უკვე 4 წელია ვერ აღწევდა. როგორც იქნა ნავსი გატეხა და მოიგო საფრანგეთის გათამაშება, როლან გაროსი, მაგრამ არ დაუმარცხებია რაფაელ ნადალი, არამედ რობენ სოდერლინგი, რომელმაც დამსახურებულად გავიდა ფინალში.. ნადალი ფინალში რომ გასულიყო კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ის ვერ გავიდა. ფედერერმა 3 სეტში დაამარცხა მეტოქე,6–1, 7–6(1), 6–4 გამარჯვების შემდგომ სიხარულისგან „იტირა“. მან მიაღწია საწადელს, ამდენი წლის შემდგომ. მორიგი ტურნირიც მოახლოვდა უიმბლდონის სახით, შარშანდელი დამარცხებისა, როჯერს სურდა კვლავ მოეგო ეს ტურნირი. ფინალში მას მრისხანე ენდი როდიკი შეხვდა, რომელიც ყოველთვის კარგად გამოდის ხოლმე ტურნირზე.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, ძალიან დაძაბული გამოდგა, ორივე ჩოგბურთელი გენიალურად თამაშობდა. პირველი სეტი დათმო როჯერმა, მეორე და მესამე მოგიო, მეოთხეც წააგო. სეტებში 2-2 იყო და გადამწყვეტი სეტის დრო დადგა. საოცარი სეტი გამოდგა, ვერც-ერთი ვერ აკეთებდა ბრეიკს, ალბათ იცით რომ ამ შემთხვევაში ტაი ბრეიკის თამაში აღარ ხდება და შესაბამისად რომელიმე ჩოგბურთელს 2 გეიმის სხვაობით უნდა მოეგო. საბოლოოდ, ეს დრამატული ფინალი მორჩა და მეხუთე სეტი დამთავრდა საოცარი ანგარიშით : 16-14 შვეიცარიელის სასარგებლოდ, საერთო ანგარიში კი ასე გამოიყურება : 5–7, 7–6, 7–6, 3–6, 16–14.
ფედერერი კარგად თამაშობდა ამერიკის ღია პირველობაზეც,სადაც გავიდა ფინალში, მაგრამ დამარცხდა ხუან დელ პოტროსთან 5 სეტში:6–3, 6–7, 6–4, 6–7, 2–6. ასევე, ავსტრალიის ფინალშიც გავიდა, მაგრამ ამჯერად რაფაელ ნადალმა თქვა თავის სიტყვა და პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი.5–7, 6–3, 6–7, 6–3. ამ პერიოდში ფედერერმა მოიგო მადრიდის ტურნირიც რომელიც პრესტიჟულ ტურნირად ითვლება ეიტიპის რეიტინგში. მან დაამარცხა რაფაელ ნადალი და შეიძლება ითქვას ხმამაღალი განაცხადი გააკეთა რომ ის წარმატებით გამოვიდოდა როლან გაროსზე და ზემოტ როგორც აღვნიშნე ასეც მოხდა. როჯერმა ამ წელს მოიგო ცინცინატის ტურნირიც, სადაც დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი 6–1, 7–5, მაგრამ რევანში სერბმა როჯერის მშობლიურ ქალაქში აიღო და ბაზელში 4–6, 6–4, 2–6. როგორც აღვნიშნე, ამ წელს როჯერმა როლან გაროსი მოიგო, შესაბამისად დაამყარა რეკორდი შლემების მოგებით და გაუხდა 15, რითიც აჯობა პირ სამპრასს, რომელსაც 14 ჰქონდა.

2010 წელს როჯერმა კარგად დაიწყო, მოიგო ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, სადაც დაამარცხა ენდი მარეი 6–3, 6–4, 7–6, მაგრამ მას შემდგომ ძალიან ცუდად თამაშობდა. ინდიან უელშზე გაჭირვებით მოუგო ვიქტორ ჰანესკუს, შემდგომ შეხვდა მარკოს ბაღდადის. დაძაბული და ლამაზი შეხვედრა გამოდგა, ორივე ჩოგბურთელი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ საბოლოოდ გატყდა როჯერი და დამარცხდა : 5-7, 7-5, 7-6.
შემდეგი ტურნირი, რომელშიც როჯერ ფედერერმა მიიღო მონაწილეობა იყო მაიამის მასტერსი, სადაც გამარჯვებული 1000 ქულას იღებს. მესამე წრე უკვე კოშმარად იქცა შვეიცარიელისთვის. ბევრი მისი გულშემატკივარი ალბათ ელოდა რომ ტომას ბერდიჩს ადვილად მოუგებდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. გაგრძელდა 3 სეტი და ბოლოს წააგო მაინც :4-6,7-6,6-7. ნელ-ნელა მოუწია როჯერს გრუნტის კორტზე გადასვლა, ზოგი ამბობს ხოლმე ,თითქოს ფედერერი თიხაზე ვერ თამაშობს, მაგრამ ეს არის მცდარი შეხედულება. ჩოგბურთელი, რომელიც ზედიზედ 3 ჯერ გავა როლან გაროსის ფინალში, ეს შემთხვევით არ ხდება დასკვნები თქვენთვის მომინდვია მეგობრებო… რომის მასტერსზე ფედერერი მეორე წრეში გამოვარდა, მესამემდეც ვერ მიაღწია, კატასტროფულად იყო საქმე, პირადად მე ძალიან შევშფოთდი. ის დაუპირისპირდა ლატვიელ ჩოგბურთელს, ერნესტ გულბისს. უნდა აღინიშნოს რომ ამ ჩოგბურთელმა თუ ასე განაგრძო პროგრესირება, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ფედერერი უშვებდა ძალიან ბევრ შეცდომას, გულბისი საკმაოდ კონცენტრირებული იყო, ამავდროულად ჰქონდა მოტივაცია, რომ დაემარცხებინა მსოფლიოში პირველი ჩოგანი და გამოუვიდა. საბოლოოდ დაფიქსირდა ასეთი შედეგი 2-6 6-1 7-5 გულბისის გამარჯვებით.
როგორც ტოტალიზატორში მოთამაშეები განაგრძობენ თამაშს, მიუხედავად ხშირი წარუმატებლობისა, ასე იყო როჯერიც (ნუ ეს ხუმრობით ). გადაწყვიტა რომ გამოსულიყო ეშტორილის ტურნიზე,რომელიც ფავორიტებით არ გამოირჩეოდა, გამორჩეული ჩოგბურთელი ფედერერი იყო, მაგრამ ისევ დამარცხდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დამეკარგა ყოველგვარი ხალისი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწევდა ან მადრიდის მასტერსზე, ან თუნდაც როლან გაროსზე. ეშტორილის ტურნირზე დამარცხდა ალბერტ მონტანესთან, 90 წუთში, ანგარიშით 6-2, 7-6.

მადრიდის მასტერსზე პირადად არც მოველოდი რომ ფედერერი წარმატებას მიაღწევდა. ზოგადად , თუ ამ ტურნირს მოიგებდა, ყველა კითხვა მოიხსნებოდა იმის შესახებ, რომ ფედერერი აუცილებლად მოხსნიდა პიტ სამპრასის რეკორდს. კერძოდ კი- 286 კვირა პირველ ჩოგნად ყოფნა.
საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა ტურნირზე, თითქოს ძველი როჯერი დაბრუნდაო, თუ გადავხედავთ წინა წარუმატებელ ტურნირებს, ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო მისი გულშემატკივრებისთვის და ასევე საკუთარი თავისთვისაც. პირველი შეხვედრა ჩაატარა ბენჯამინ ბეკერის წინააღმდეგ და დაამარცხა ანგარიშით 6-2 7-6. შემდგომი მეტოქე იყო თანამემამულე სტანისლავ ვავრინკა. ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, ლამაზი გათამაშებებით, მაგრამ საბოლოოდ როჯერმა მოიგო 6-3 6-1. როგორც აღვნიშნე ერნესს გულბისმა სიუპრიზი შესთავაზა როჯერს პირველად, შესაბამისად რევანში უნდა აეღო მასთან. დაძაბული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ კლასის ხარჯზე დაჩაგრა ლატვიელი და მოუგო 3-6 6-1 6-4. ნახევარფინალში ფედერერი დაუპირისპირდა დავიდ ფერერს, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს გრუნტზე. საოცარი შეხვედრა გამოდგა, ფერერი ყველა ბურთზე იბრძოდა, რა თქმა უნდა იყო კარგი გათამაშებებიც, ოვაციები და ა.შ. საბოლოოდ, ფედერერმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა ანგარიშით.:7-5 3-6 6-3. ფინალში ფედერერი ნადალს დაუპირისპირდა. მათი შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ამჯერადაც მასე მოხდა, უკვე 1 წელია ყველა ელოდა მათ დაპირისპირებას ნებისმიერ ტურნირზე, მაგრამ გულშემატკივართა სურვილი ვერ სრულდებოდა. ახლა კი ეს მომენტი დადგა.
ფედერერმა ცუდად დაიწყო, საკუთარი მოწოდება წააგო და შესაბამისად ნადალმა ბრეიკი გააკეთა, შემდგომ დაიბრუნა ისევ, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. ნადალთან თითქმის ყოველთვის ასე ემართება ხოლმე, ფსიქოლოგიურად ტყდება. იყო რიგი ეპიზოდები სადაც ჩინებულად თამაშობდა, ვგულისხმობ, მოჭრილ დარტყმებს, რომლებზეც რაფაც კი აღარ გარბოდა. საბოლოოდ, ისარგებლა ყველა გამოუყენებელი ბრეიკით, თუ შეცდომებით ნადალმა და დაამარცხა ფედერერი ანგარიშით 6-4 7-6, გამარჯვების გათამაშებაზე საერთოდ ჩოგანი ააცილა ბურთს, მაგრამ არაუშავს. როლან

ფედერერი-ნადალის მეტოქეობა

ფედერერი და ნადალი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ 2004 წლიდან და მათი მეტოქეობა განსაკუთრებულია ვიდრე ჩვეულებრივი 2 მამაკაცი ჩოგბურთელის დაპირისპირება. ისინი იკავებდნენ პირველ და მეორე ადგილს ეიტიპი ტურში 2005 წლის ივლისიდან 2009 წლის 14 სექტემბრამდე, როდესაც ნადალი მსოფლიოს ნომერ 3 ჩოგბურთელი გახდა. მხოლოდ ამ წყვილმა დაამტავრდა 4 საკალენდარო წელიწადი მაღალი რანგით.ფედერერი პირველ ადგილზე იმყოფებოდა რეკორდული 237 კვირის განმავლობაში, დაწყებული 2004 წლის თებერვლიდან, ხოლო ნადალი, რომელიც 5 წლის უმცროსია, მეორე ადგილზე ავიდა 2005 წლის ივლისში და ამ ადგილს იკავებდა რეკორდული 160 კვირის განმავლობაში, სანამ ფედერერს გაუსწრებდა 2008 წლის აგვისტოში.

…ნადალის და როჯერის დაპირისპირების ანგარიშია 14-7. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 16 ტურნირის ფინალში, აქედან 7-ჯერ დიდი შლემის ფინალში. 2006 წlidan-2008 წლამდე ისინი თამაშობდნენ ყველა ფინალში, უიმბლდონზე და როლან გაროსზე. ხოლო, შემდგომ შეხვდენენ 2009 წლის ავსტრალიის ღია გათამაშების ფინალში.ნადალმა 7 ფინალიდან 5 მოუგო როჯერს, ხოლო 2 ჯერ დამარცხდა უიმბლდონის ტურნირზე. აქედან, 3 თამაში გამოდგა საკმაოდ დრამატული, 5 სეტიანი და 2008 წლის უიმბლდონის ტურნირი ჩოგბურთის ანალიტიკოსებმა მიიჩნიეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, ისტორიის განმავლობაში. ასევე, როჯერი და რაფა ერთმანეთს შეხვდნენ 8 მასტერსის ფინალში, რომელთაგან გამოირჩეოდა ერთ-ერთი, კერძოდ კი 5 საათიანი თამაში რომის მასტერსზე, 2006 წელს, რომელიც ნადალის გამარჯვებით დასრულდა.
2009 წლის 14 სექტემბრამდე, ვერც ერთმა ჩოგბურთელმა შეძლო დაემარცხებიან ფედერერი და ნადალი დიდი შლემის ტურნირზე. ამ წელს კი, ხუან მარტინდ დელ პოტრომ დაამარცხა ნადალი ამერიკის ღია პირველოპის ნახევარფინალში და ცდილობდა როჯერის დამარცხებასაც ფინალში.ნადალს არ ჰქონდა წაგებული ზედიზედ 4 დიდი შლემის ტურნირი როლან გაროსზე და ავსტრალია 1-ხელ, ხოლო როჯერი დაუმარცხებელი იყო ამერიკის ღია პირველობაზე, სანამ წააგებდა დელ პოტროსთან. ორივე ჩოგბურთელმა წარმატებით მოიგეს 3 განსხვავებულ საფარზე (2008 წელს- როლან გაროსი, 2008-უიმბლდონი, 2009- ავსტრალია ეს ყოველივე ეკუთვნის ნადალს. ხოლო, როჯერს- 2008-ამერიკის ღია გათამაშება, 2009- როლან გაროსი, 2009-უიმბლდონი)

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:
ყველა თამაშში: 14-7 (ნადალის სასარგებლოდ)
ყველა ფინალში:12–5 (ნადალის სასარგებლოდ)
დიდი შლემის ტურნირზე: 6–2 (ნადალის სასარგებლოდ)
დიდი შლემის ფინალებშ: 5–2 (ნადალის სასარგებლოდ)
მასტერსის თასზე: 2–0 (ფედერერის სასარგებლოდ)
მასტერსის სერიებში: 7–3 (ნადალი ლიდერობს)
მასტერსის სერიების ფინალებში: 6–3 (ნადალის სასარგებლოდ)

თითოეული კორტის საფარზე რეზულტატი:
Clay courts: 10–2 (ნადალის სასარგებლოდ)
Hard courts: 3–3
Grass courts: 2–1 (ფედერერის სასარგებლოდ)

ფედერერი-როდიკის მეტოქეობა

ისინი 21- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს კარიერის განმავლობაში და საერთო ანგარიშია 19-2 ფედერერის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასკვნის გამოტანა არ გაგვიჭირდება, რომ როდიკი როჯერის ყველაზე ხშირი ოპონენტია და ამერიკელისთვის უხერხული მეტოქე. ენდი როდიკმა შვეიცარიელთან წააგო 4 დიდი შლემის ტურნირის ფინალში, ყველა შემთხვევაში ფედერერთან: 2004,2005 და 2009 წლებში უიმბლდონის ტურნირზე,ხოლო 2006 წელს ამერიკის ღია პირველობაზე. 2004 წლის 2 თებერვლიდან ფედერერი პირველი ჩოგანია და ჩამოაქვეიტა სწორედ როდიკი და დაიწყო საკუთარი ზედიზედ 237 თანმიმდევრული კვირის რეკორდი, რომელიც გულისხმობს 1 ნომრად ყოფნას ჩოგბურთში. (ახლანდელი მონაცემით ის 283 კვირაა ნომერ პირველი ჩოგბურთელი ჩოგბურთში და 3 კვირით ჩამორჩება სამპრასს).ფედერერი და როდიკი არიან ერთადერთი ჩოგბურთელები, რომლებმაც შეძლეს და ყველა სეზონი დაამთავრეს ეიტიპის ტოპ 10-ულში, 2002 დან 2010 წლამდე.

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:

ყველა მატჩი: 19–2 (ფედერერის სასარგებლოდ)
ყველა ფინალში: 7–0 (როჯერის სასარგებლოდ)
დიდი შლემები: 8-0 (ფედერერის სასარგებლოდ)
დიდი შემის ფინალებში: 4–0 (ფედერერის სასარგებლოდ)„ეიტიპი“ ტურის ფინალებში: 3–0 (როჯერის სასარგებლოდ)
Masters 1000: 4–2 (ფედერერის სასარგებლოდ)
Masters 1000 finals: 2–0 (როჯერის სასარგებლოდ)

თითოეული კორტის საფარზე რეზულტატი:

Clay: 1–0 (ფედერერის სასარგებლოდ)
Carpet: 2–0 (ფედერერის სასარგებლოდ)
Hard: 12–2 (ფედერერის სასარგებლოდ)
Grass: 4–0 (ფედერერის სასარგებლოდ)


ტიტულები

(2001 -2010 )

ერთეულებში – 62

წყვილებში – 8

ტიტულები  ერთეულებში (62)

2001 –  (1) Milan (Indoor/Carpet)
2002 –  (3) Vienna (Indoor/Hard) , ATP Masters Series Hamburg (Outdoor/Clay) , Sydney (Outdoor/Hard)

2003 –  (7) Tennis Masters Cup (Outdoor/Hard) , Vienna (Indoor/Hard) , Wimbledon (Outdoor/Grass) , Halle (Outdoor/Grass) , Munich (Outdoor/Clay) , Dubai (Outdoor/Hard) , Marseille (Indoor/Hard)

2004 – (11) Tennis Masters Cup (Outdoor/Hard) , Bangkok (Indoor/Hard) , US Open (Outdoor/Hard) , ATP Masters Series Canada (Outdoor/Hard) , Gstaad (Outdoor/Clay) , Wimbledon (Outdoor/Grass) , Halle (Outdoor/Grass) , ATP Masters Series Hamburg (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Indian Wells (Outdoor/Hard) , Dubai (Outdoor/Hard) , Australian Open (Outdoor/Hard)

2005 – (11) Bangkok (Indoor/Hard) , US Open (Outdoor/Hard) , ATP Masters Series Cincinnati (Outdoor/Hard) , Wimbledon (Outdoor/Grass) , Halle (Outdoor/Grass) , ATP Masters Series Hamburg (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Miami (Outdoor/Hard) , ATP Masters Series Indian Wells (Outdoor/Hard) , Dubai (Outdoor/Hard) , Rotterdam (Indoor/Hard) , Doha (Outdoor/Hard)

2006 – (12) Tennis Masters Cup (Indoor/Hard) , Basel (Indoor/Carpet) , ATP Masters Series Madrid (Indoor/Hard) , Tokyo (Outdoor/Hard) , US Open (Outdoor/Hard) , ATP Masters Series Canada (Outdoor/Hard) , Wimbledon (Outdoor/Grass) , Halle (Outdoor/Grass) , ATP Masters Series Miami (Outdoor/Hard) , ATP Masters Series Indian Wells (Outdoor/Hard) , Australian Open (Outdoor/Hard) , Doha (Outdoor/Hard)

2007 – (8) Tennis Masters Cup (Indoor/Hard) , Basel (Indoor/Hard) , US Open (Outdoor/Hard) , ATP Masters Series Cincinnati (Outdoor/Hard) , Wimbledon (Outdoor/Grass) , ATP Masters Series Hamburg (Outdoor/Clay) , Dubai (Outdoor/Hard) , Australian Open (Outdoor/Hard)

2008 – (4) Basel (Indoor/Hard) , US Open (Outdoor/Hard) , Halle (Outdoor/Grass) , Estoril (Outdoor/Clay)

2009 – (4) ATP World Tour Masters 1000 Cincinnati (Outdoor/Hard) , Wimbledon (Outdoor/Grass) , Roland Garros (Outdoor/Clay) , ATP World Tour Masters 1000 Madrid (Outdoor/Clay)

2010 –   (1) Australian Open (Outdoor/Hard)

ფინალები ერთეულებში (24)

2000 – (2) Basel (Indoor/Carpet) , Marseille (Indoor/Hard)

2001 – (2) Basel (Indoor/Carpet) , Rotterdam (Indoor/Hard)

2002 –  (2) ATP Masters Series Miami (Outdoor/Hard) , Milan (Indoor/Carpet)

2003 – (2) Gstaad (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Rome (Outdoor/Clay)

2005 – (1) Tennis Masters Cup (Indoor/Carpet)

2006 – (4) Roland Garros (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Rome (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Monte Carlo (Outdoor/Clay) , Dubai (Outdoor/Hard)

2007 – (4) ATP Masters Series Madrid (Indoor/Hard) , ATP Masters Series Canada (Outdoor/Hard) , Roland Garros (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Monte Carlo (Outdoor/Clay)

2008 –  (4) Wimbledon (Outdoor/Grass) , Roland Garros (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Hamburg (Outdoor/Clay) , ATP Masters Series Monte Carlo (Outdoor/Clay)

2009 –  (3) Basel (Indoor/Hard) , US Open (Outdoor/Hard) , Australian Open (Outdoor/Hard)

ტიტულები წყვილებში (8)

2001 – (2) Gstaad (w/Safin, Outdoor/Clay) , Rotterdam (w/Bjorkman, Indoor/Hard)

2002 – (2) Moscow (w/Mirnyi, Indoor/Carpet) , Rotterdam (w/Mirnyi, Indoor/Hard)

2003 – (2) Vienna (w/Allegro, Indoor/Hard) , ATP Masters Series Miami (w/Mirnyi, Outdoor/Hard)

2005 – (1) Halle (w/Allegro, Outdoor/Grass)

2008 – (1) Beijing Olympics (w/Wawrinka, Outdoor/Hard)

ფინალები წყვილებში (4)

2000 – (1) Basel (w/Hrbaty, Indoor/Carpet)

2002 – (1) ATP Masters Series Indian Wells (w/Mirnyi, Outdoor/Hard)

2003 – (1) Rotterdam (w/Mirnyi, Indoor/Hard)

2004 –  (1) Bangkok (w/Allegro, Indoor/Hard)

სხვა ჯილდოები

1998

1. ITF World Junior Champion

2003

1.  ATP European Player of the Year
2.  Swiss Sportsman of the Year
3.  Swiss of the Year
4.  Michael-Westphal Award

2004

1.  ATP European Player of the Year
2.  ITF World Champion
3.  Sports Illustrated Tennis Player of the Year
4.  Swiss Sportsman of the Year
5.  Reuters International Sportsman of the Year
6.  BBC Overseas Sports Personality of the Year
7.  International Tennis Writers Association (ITWA) Player of the Year
8.  Golden Bagel Award
9.  European Sportsman of the Year (aka UEPS [Federation of European sports journalists] Sportsman of the Year)

2005

1.  Ambassador of United Nations’ Year of Sport and Physical Education
2.  Goldene Kamera Award
3.  ATP Player of the Year (for the year 2004)
4.  Stefan Edberg Sportsmanship Award
5.  ATPTennis.com Fan’s Favourite
6.  Laureus World Sportsman of the Year (for the year 2004)
7.  Michael-Westphal Award
8.  International Tennis Writers Association (ITWA) Player of the Year
9.  International Tennis Writers Ambassador for Tennis
10.  Most Outstanding Athlete by the United States Sports Academy
11.  Freedom Air People’s Choice Sports Awards International Sportsperson of the Year
12.  ITF World Champion
13.  ESPY Best Male Tennis Player
14.  European Sportsman of the Year (aka UEPS [Federation of European sports journalists] Sportsman of the Year)

2006

1.  L’Equipe Magazine’s Champion of Champions (for the year 2005)
2.  ATP Player of the Year (for the year 2005)
3.  Stefan Edberg Sportsmanship Award
4.  ATPTennis.com Fan’s Favourite
5.  Laureus World Sportsman of the Year (for the year 2005)
6.   ESPY Best Male Tennis Player
7.   International Tennis Writers Association (ITWA) Player of the Year
8.  International Tennis Writers Ambassador for Tennis
9.  ITF World Champion
10.  BBC Overseas Sports Personality of the Year
11.  Swiss Sportsman of the Year
12.  EFE’s Sportsman of the Year
13.  Golden Bagel Award
14.  Most Outstanding Athlete of the Year by The United States Sports Academy
15.  European Sportsman of the Year (aka UEPS [Federation of European sports journalists] Sportsman of the Year)

2007

1.  Time magazine named him as one of the 100 most important people in the world.
2.  L’Equipe Magazine’s Champion of Champions (for the year 2006)
3.  ATP Player of the Year (for the year 2006)
4.  Stefan Edberg Sportsmanship Award
5.  ATPTennis.com Fan’s Favourite
6.  Arthur Ashe Humanitarian of the Year
7.  Laureus World Sportsman of the Year (for the year 2006)
8.  ESPY Best Male Tennis Player
9.  ESPY Best Male International Athlete
10.  ITF World Champion
11.  BBC Overseas Sports Personality of the Year
12.  Tennis magazine’s 2007 player of the year
13.  Swiss Sportsman of the Year

2008

1.  L’Equipe Magazine’s Champion of Champions (for the year 2007)
2.  European Sportsman of the Year (for the year 2007) (aka UEPS [Federation of European sports journalists] Sportsman of the Year)
3.  Laureus World Sportsman of the Year (for the year 2007) – First ever winner of four Laureus   World Sports Awards
4.  ATP Player of the Year (for the year 2007)
5.  Stefan Edberg Sportsmanship Award
6.  ATPTennis.com Fan’s Favourite
7.  ESPY Best Male Tennis Player
8.  Swiss Team of the Year (with Stanislas Wawrinka as “golden team FedRinka”)

2009

1.  Stefan Edberg Sportsmanship Award
2.  ATPWorldtour.com (formerly ATPTennis.com) Fan’s Favourite
3.  Talksport Hall of Fame
4.  ESPY Best Male Tennis Player
5.  Ehrespalebaerglemer award. An award given to outstanding citizens of the city of Basel.
6.  ATPWorldtour.com Player of the Decade
7.  ITF World Champion
8.  European Sportsman of the Year (aka UEPS [Federation of European sports journalists] Sportsman of the Year)
9.  Sports Illustrated’s Athlete of the Decade

2010

1.  International Tennis Writers’ Association’s Ambassador of the Year
2.  Stefan Edberg Sportsmanship Award
3.  ATP Player of the Year (for the year 2009)
4.  ATPWorldTour.com Fans’ Favourite

რეკორდები

1.  დიდი მუზარადის 16 ტიტული

2.  დიდი მუზარადის 22 ფინალი

3.  დიდი მუზარადის ზედიზედ 10 ფინალი

4. დიდი მუზარადის ზედიზედ 23 ნახევარ-ფინალი (გრძელდება)

5. ზედიზედ 4 წელი მოგებული აქვს მინიმუმ 2 დიდი მუზარადი წელიწადში

6.  ზედიზედ 3 წელი მოგებული აქვს 3 დიდი მუზარადი წელიწადში

7. მოგებული აქვს ზედიზედ 36 სეტი დიდი შლემის ტურნირებზე

8. მოგებული აქვს ზედიზედ 7 ფინალი დიდი მუზარადის ტურნირებზე

9.ზედიზედ 237 კვირა პირველი მსოფლიოს პირველი ნომერი

10.ზედიზედ 26 მოგება ზეათეულის ჩოგბურთელებთან

11. ზედიზედ 56 მოგება მაგარსაფარიან კორტზე

12.  ბალახზე ზედიზედ 65 წაუგებელი შეხვედრა

13. ზედიზედ 24 მოგებული ფინალი

14.დიდი სლემის ორი სხვადასხვა ტურნირის ზედიზედ ხუთჯერ მოგება

15.დიდი სლემის 16 ტურნირის მოგება 27 შესაძლებლიდან

16.2005 წლის უიმბლდონიდან 2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობამდე 19 მეიჯორზე 18 ფინალი

17.ერთ სეზონში დიდი სლემის ყველა ტურნირის ფინალში სამჯერ გასვლა

18. 2004-06 წლებში როჯერმა ერთეულებში 262 მატჩი გამართა და 247 გამარჯვება მოიპოვა.

19.ზედიზედ რვა წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი ტიტული დიდი სლემის ტურნირებზე(გრძელდება)

20. ყველაზე მეტი მოგებული თანხა 1 წელიწადში ($10,130,620)

Individual match records

1.   2004 წელს Tennis Masters Cup ნახევარფინალში  ფედერერმა მეორე სეტის ტაიბრეიკი მარატ საფინის წინააღმდეგ მოიგო  20 -18.  ყველაზე გრძელი ტაიბრეიკი Tennis Masters Cup-ის ისტორიაში.

2.  2008 წლის უიმბლდონის ფინალი იყო ყველაზე გრძელი დიდი შლემის ისტორიაში. რაფაელ ნადალს ფედერერის დასამარცხებლად დასჭირდა 4 საატი და 48 წუტი .

3.   2009 წლის უიმბლდონის ფინალი ანდი როდიკის წინაღმდეგ იყო ყველაზე გრძელი გეიმების რაოდენობით(77 გეიმი)

4.   2009 წლის უიმბლდონის ფინალის ბოლო სეტი, რომელიც დამთავრდა 16-14 იყო ყველაზე გრძელი სეტი  დიდი შლემის ფინალების ისტორიაში გეიმების რაოდენობით.

5.   2009 წლის უიმბლდონის ფინალის ბოლო სეტი, რომელიც გაგრძელდა 95 წუთს იყო ყველაზე გრძელი სეტი დიდი შლემის ფინალების ისტორიაში.

საინტერესო ლინკები

ოფიციალური ვებგვერდი

ვიკიპედია

Facebook

ATP tennis

Fanclub (fans4roger)

ITF (International Tennis Federation)

Swiss Tennis Federation

GO ROGER! – The Roger Federer Fansite

Roger Federer Magical Tennis

2 Responses

  1. მაგრად მიყვარს ეს კაცი რაა 🙂

  2. კი,ნამდვილად საყვარელია 😀 ეშტორილი მოიგოს და შემდგომ ვიფიქროთ როლან გაროსზე…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Here Comes The Sun კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: