როჯერ ფედერერის მოულოდნელი მარცხი


სამწუხაროდ მოგვიანებით ვდებ ამ თამაშის მიმოხილვას მხატვრული გაფორმებით. შეიძლება ბევრმა იფიქროს რომ მომენტებში გადავაჭარბე, მაგრამ რაც აქ იქნება ნახსენები ყველაფერი გულიდან არის დაწერილი. ამ სურათზე ის 2 ჩოგბურთელია რომლებიც ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ინდიან უელშის ტურნირზე. ალბათ, გემახსოვრებათ ეს ფინალი,2006 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, სადაც შეიძლება ითქვას რომ როჯერ ფედერერმა საკმაოდ იოლად მოუგო მარკოს ბაგდადისს.

რაც შეეხება უშუალოდ ინდიან უელშს და მათი დაპირისპირების მიმოხილვას.

მოემზადეთ 🙂

2 თვიანი პაუზის შემდგომ, ისევ იმ მოლოდინმა გაიღვიძა ჩემში, რასაც როჯერ ფედერერი და მისი თამაშის ყურება ჰქვია… ტურნირზე პირველი თამაშის ჩატარებამ, დაბადა გარკვეული კითხვები, მაგრამ გარკვეულწილად უთამაშებლობას და კონცენტრაციის ნაკლებობას მივაწერე, ჰანესკუსთან მეორე სეტის, ასე ვთქვათ “ჩაგდება”.

12 საათი მოახლოვდა, დილემის წინაშე დავდექი…ან უნდა წავსულიყავი, რადგან ხვალ ადრე მიწევდა ადგომა+გამოუძინებელი ვიყავი იმ დღეს, ან კიდევ დრო უნდა გამეყვანა და პირველად მეყურებინა როჟეს თამაშისთვის, ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდგომ.

გონება სხვას ფიქრობს, გული სხვას.ვატყობ რომ აღარ შემიძლია კომპიუტერთან გაჩერება, მაგრამ მოხდა ის, რისი იმედიც მქონდა, სადღაც გულის სიღრმიდან, თითქოს ვიღაცა მექაჩებოდა, გიგა მაგ თამაშის გამოტოვება არ შეიძლებაო…
როგორც იქნა მოვიფიქრე, nba-ს ვუყურებდი, დროც გავიდოდა და როჯერი-მარკოსის დაპირისპირებაც დაიწყებოდა.

ის დროც მოვიდა, 2 კარგი ადამიანი გამოდის, “გადაჭედილია” კორტი, ვინ დააკლდებოდა ამ სანახაობას. ხალხი დიდი სიყვარულით ხვდება ჩოგბურთელებს, განსაკუთრებით როჯერს, ნუ ეს არც არის პრინციპში გასაკვირი.
საშინელი ქარი ქროდა და შემაწუხა, გავიხედე გარეთ, იდუმალი სიჩუმე იყო…რაღაცამ გამიელვა უცბად გონებაში, თითქოს ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა, არ მივაქციე ყურადღება, შუქი ჩავაქრე და მოვემზადე ჩოგბურთის საყურებლად.

მარკოსი და როჯერი გახურებას შეუდგნენ,რამოდენიმე წუთის შემდგომ თამაშიც დაიწყო. პირველი 3 გეიმი გავიდა, თამაშს ეტყობოდა რომ კარგი სცენარით მიდიოდა და როგორც ჩოგბურთელები, ასევე მაყურებლებიც, მათ შორის მეც, სიამოვნებას ვიღებდით. დაიწყო ის, რასაც ალბათ ყველას მიგვაჩვია ფედერერმა, გენიალური გათამაშებები და შედევრი დასასრულით. თამაში ეპიზოდურად მიმდინარეობს, მარკოსს ეტყობოდა რომ საკმაოდ კონცენტრირებული იყო ამ თამაშზე, მაქსიმალურად იხარჯებოდა, ყველა ბურთზე იბრძოდა.ის ხომ მსოფლიოში #1 ჩოგბურთელს ეთამაშებოდა და ალბათ ერთ-ერთ საოცარ ჩოგბურთელს ისტორიის განმავლობაში.

ბაგდადისმა რამოდენიმე გენიალური გათამაშება მოიგო, ტაში დავუკარი, ბრავო მეთქი.
ბრეიკს ვერც-ერთი ჩოგბურთელი ახერხებდა, მაყურებლები ოვაციებს და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ! 5-4 წაიყვანა როჯერმა, მაგრამ კარგი BH -ით მარკოსმა ტაბლოზე 5-5 დააფიქსირა. ფედერერის ჩაწოდებაა, ეს გეიმი საკმაოდ კარგად ჩაატარა, სისწრაფე, არაპროგნოზირებადი დარტყმები იგრძნობოდა და მისი ლეგენდა BH-იც ჩაერთო საქმეში… 6-5 როჯერის სასარგებლოდ.
მარკოსი ემზადება, ახლო კადრით აჩვენეს ფედერერი და უცბად რაც გავიფიქრე და ამოვიკითხე მის სახეზე მინდა რომ გადმოგცეთ. გეპარდი,ჩასაფრებული ბალახებში, უყურებდა მსხვერპლს, თითქოს მომენტს ელოდებოდა რომ საკუთარი მიზანი შეესრულებინა. ეს მის თვალებში და სახეზე ამოვიკითხე და სეტი როჯერს დარჩა, 7-5…

ერთი რამის მეშინოდა, იგივე არ განმეორებულიყო რაც ჰანესკუსთან მოხდა, კონცენტრაციის დაკარგვა. პირველ 3 გეიმში ვერაფერი შევატყვე, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ერთი განსხვავებით, მარკოსი უფრო გამოცოცხლდა, ფსიქოლოგიურად მოქმედებდა. რა თქმა უნდა, ისევ იხილა ყველამ ვინც თამაშს უყურა საოცარი გათამაშებები, კომენტატორებიც კი საკუთარ ემოციებს ვერ მალავდნენ, incredible, fabulous shot…
სიმართლე რომ ვთქვა, შემაწუხეს, ხმას ჩავუწიე და ფიქრებით ინდიან უელშში ვარ. ისიც უნდა აღინიშნოს რომ მარკოს ბაგდადისს ასე, არასდროს უთამაშია ფედერერის წინააღმდეგ და ზოგადად, რაღაც საოცრებებს სჩადიოდა. იმ მომენტში პარალელი გავავლე კალათბურთელთან, რომელსაც მისდის სროლა და თანაგუნდელებიც ცდილობენ ხშირად მოამარაგონ გადაცემებით.სწორედ ,ეს შეინიშნებოდა მის მოქმედებებში.
გენიალური ჩოგბურთელების შედევრი გეიმები, თითქოს დასასრულს უახლოვდებოდა. გეიმებში ისევ ანალოგიური სიტუაცია მიდიოდა რაც პირველ სეტში+სანახაობრივი ჩოგბურთით. ცოტა წინ წამოვიწიე და კარგად დავაკვირდი მონიტორს, რამე ხომ არ მეშლება მეთქი, მაინც დავაზუსტე არა, ნამდვილად ნათლად ვხედავდი, რომ როჯერი 5-4-ს იგებდა მარკოსის მოწოდებაზე, 2 match point ჰქონდა.
ერთი მხრივ, გული მწყდებოდა რომ 2 სეტში მთავრდებოდა ეს მართლაც და გენიალური შეხვედრა, მეორე მხრივ მიხაროდა, როჯერი შემდგომ ეტაპზე გავა, დაისვენებს და მეც დამაძინებს მეთქი  🙂
მაგრამ, მოხდა ის რასაც ვერ წარმოვიდგენდი, მარკოსმა 5-5 გახადა!
სულ ერთი სიტყვა ვთქვი: მდაააა…
ამით ყველაფერი გამოვხატე ჩემს თავთან.
ჩემი აზრით, ეგ იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი როჯერის ფსიქოლოგიაში,ამის მერე ის გატყდა, ხოლო მარკოსმა ეს სეტი საკუთარი გამარჯვებით დაასრულა 7-5.

ცუდ ხასიათზე დავდექი, მაგრამ ეგ არაფერია და ისევ შემართებით შევუდექი მესამე, გადამწყვეტი სეტის ყურებას. ის გამოვიდოდა გამარჯვებული, ვინც “ტყვიას 10 იანში გაარტყამდა”…
ვუყურებდი და ძველი როჯერი გამახსენდა, ის, რომელიც 12 წლის ასაკში პირველად უიმბლდონის ტურნირზე ვნახე სამპრასის წინააღმდეგ.ისეთივე მოტივირებული, სწრაფი მანევრებით და გენიალური თამაშით. ბრეიკი გაკეთებულია, 4-2 და ამოვისუნთქე, მიდი როჯერ, არ მოდუნდე მეთქი მივაძახე… მოხდა ისევ ანალოგიური, დათმო ეს უპირატესობა, მართალია მომენტებში ისევ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის რომ კიდევ გაეზარდა უპირატესობა. კვიპროსელმა მარკოსმა, მებრძოლი სული გამოავლინა და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, საბოლოოდ კი შრომა დაუფასდა. 4-4 და თამაში გრძელდება…

საოცარი გათამაშებები, კვლავ მაოცებს ბაგდადისი. კარიერაში საუკეთესოს თუ არა, ერთ-ერთ გენიალურ მატჩს ატარაბდა. თქვენ წარმოიდგინეთ და საქმე ტაიბრეიკამდეც კი მივიდა. უნდა ვაღიარო რომ დიდად არ მეხატება გულზე, როგორც ფეხბურთში პენლები, ასევე ჩოგბურთში ტაი-ბრეიკი…
მაგრამ, ერთი რამ გავიფიქრე, სტატისტიკურად და ისტორიის განმავლობაში როჯერი იშვიათად აგებს ტაი-ბრეიკს, ნუ ყოველ შემთხვევაში, კარგად განაწყობს ხოლმე საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა, მარკოსმა ზეწოლა გააძლიერა და საბოლოოდ თამაში მარკოს ბაგდადისის გამარჯვებით დასრულდა 5-7, 7-5, 7-6.


***
უდავოდ საოცარი თამაშის დასრულების შემდგომ, ორმა კარგმა ჩოგბურთელმა და ადამიანმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, როჯერს არ ესიამოვნა წაგება, წაშლილი სახე ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვი მარკოსზე. მადლობა გადაუხადა მაყურებლებს, 7 თითი გამოსახა, მიხვდით ალბათ რატომაც, მეშვიდე შეხვედრა მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა და კორტს აკოცა ტრადიციულად .
მოწყენილი სახით ვიჯექი, მაგრამ ერთ რამეს კი ვფიქრობდი, ორივე იმსახურებდა შემდგომ ეტაპზე გასვლას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მარკოსმა მოინდომა უფრო და გავიდა მეთქი… ჩემი აზრით, ეს ფინალის ტოლფასი თამაში იყო, შეიძლება ასეთი სანახაობრივი და გენიალური მატჩი არც ჩატარდეს ამ ტურნირზე…(ასეც მოხდა საბოლოოდ 🙂 )
ინტერვიუში მარკოსმა განაცხადა რომ უზუმოდ ბედნიერი იყო, საუკეთესო თამაში ვითამაშე კარიერაშიო, ვაფასებ ამ ადამიანს მიუხედავად იმისა რომ როჯერი გამოაგდო, უბრალოდ კარგი ადამიანია…

პ.ს. მინდოდა ეს ემოცია დამეცალა, სამწუხაროდ ამ დღეებში ვერ მოვიცალე და დღეს რატომღაც მომინდა დაწერა.ბევრის წერა გამომივიდა მაგრამ იმედია არ დამძრახავთ მადლობას ვუხდი მარკოსს ასეთი თამაშისთვის და წარმატებას ვუსურვებ, გამიხარდება თუ ამ ტურნირს მოიგებს, ხოლო როჯერს ერთს ვეტყვი, ხდება ხოლმე.

პატივისცემით,

giga_barceloneli