Roland Garros 2009(The French Open)


2009 საფრანგეთის ღია პირველობა, რომელიც შვეივცარიელი მაესტრო როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. ამ ტურნირის ფინალში დიადი ალპელი რობინ სოდერლინგს დაუპირისპირდა.  ეს მატჩი დიდი დაძაბულობით არ გამოირჩეოდა და ფედერერმა საკმაოდ იოლად 6:1 7:6 6:4 დაამარცხა თავის მეტოქე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩოგბურთის ისტორიაში. ამ ტურნირზე ფედერერმა რამოდენიმე რეკორდი გაიმეორა.

  1. დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მე-14 ტიტული მოიხვეჭა და ამით ამერიკელი პიტ სამპრასის რეკორდი გაიმეორა.

  2. მე-19 დიდი მუზარადის ფინალში გავიდა და ამით ჩეხ ივან ლენდლს გაუთანაბრდა

  3. იმავდროულად გახდა მეექვსე კაცმეჩოგნე ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც საკარიერო დიდი მუზარადის შესრულება, ანუ ამ სერიის ოთხივე ტურნირის მოგება შეძლო.


This slideshow requires JavaScript.